უკანალები GDS -ზე - „თანხა ავიღე“ - ბაბეს პირველი კომენტარი


ელეკომპანია GDS-ში გადაცემა „ბინა 18“-ში ჯგუფ „ბანის“ მიერ გოგოების უკანალებზე შესრულებული „რაჭულის“ შესახებ ერთ-ერთი მკონაწილე გოგონა პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მარი ბაბეტამ „პირველ რადიოს“ განუცხადა, მან ამ შოუში მონაწილეობისთვის თანხა აიღო, თუმცა მისი თქმით, შემოთავაზებაზე თანხმობა ფულის გამო არ უთქვამს.

„თანხა ავიღე, თუმცა თანხა არ წყვეტდა ჩემს იქ მონაწილეობაში. მე თვითონ ვიხალისე იქ გამოსვლით და არანაირად არ ვთვლი, რომ ეს გამოსვლა იყო ქალებისთვის შეურაცხმყოფელი. ჩვეულებრივი სახალისო ნომერია, ჩვეულებრივი შოუა. მართალია საქართველოს ცარჩოებს გასცდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შოუ შედგა. ჩემთვის ეს იყო საინტერესო და ახალი, რომელშიც დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მე მოცეკვავე ვარ, ფინანსურად არ მიჭირს, ამის გარდა მე სხვა შოუებშიც ვიღებ მონაწილეობას, ამიტომ ცემთვის ეს პრობლემა არ არის.
არ დაგიმალავთ, თანხა ნამდვილად ავიღე, მაგრამ თანხის გამო ეს არ გამიკეტებია. ეს არანაირად არ არის ქალის შეურაცხყოფა. მე ჩემს თავს არ ვთვლი შეურაცხყოფილად და სხვა რატომ ლაპარაკობს ჩემს მაგივრად. თუ თავად გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად, ეს მათი პრობლემაა. მგონია, რომ ძალიან სისულელეს იძახიან. საერთოდ რა შუაშია ქალის უფლებები შოუსთან დაკავშირებით. მე ქუჩაში ჩვეულებრივად გავდივარ და არავინ მლანძღავს, არც მე ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად და სხვები რატომ გრძნობენ ვერ ვხვდები. კიდე თუ იქნება მსგავსი შემოტავაზება ასეთ შოუებში, ისევ დავთანხმდები და მივიღებ კიდეც მონაწილეობას“, - განაცხადა მარი ბაბემ.