"ჩემი ცოლის დაქალების" მადონას სასიძო გიორგი მარშანიაა

"კომედი გრუპის" მსახიობი გიორგი მარშანია და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი თეკლა ჯავახაძე წელიწადზე მეტია შეყვარებულები არიან. თეკლას მშობლები ქუთაისის თეატრის მსახიობები არიან - მარიკა სამანიშვილი (მადონას როლის შემსრულებელი "ჩემი ცოლის დაქალებში") და თენგიზ ჯავახაძე. 

გიორგის თეკლას მშობლების გასაცნობად ქუთაისში მოუხდა ჩასვლა. ცოტა სასიძომაც ინერვიულა და სასიმამრომაც. თუმცა იუმორმა და მსახიობის პროფესიამ ერთიც იხსნა და მეორეც.


გიორგი: ტრადიციები და ეტიკეტი არ ვიცი, ვკვდები. ქუთაისში ჩავედი გასაცნობად. კარზე დავაკაკუნე და მამამისმა გააღო კარი, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ერთ წამებიანი პაუზის მერე მეუბნება - მხიარული რომანი გახსოვს? შენ ხარ ის? და თვალები მომიჭუტა. აი უკვე მორჩა, ჯიგარი ადამიანი აღმოჩნდა.

თეკლა: მამაჩემში და გიორგიში ბევრი საერთო თვისებაა.

გიორგი: ფროიდი მუშაობს. ეს იმედს მაძლევდა რომ ესენი ერთმანეთს გაუგებდნენ.

თეკლა: მამაჩემი უფრო ნერვიულობდა და შფოტავდა. გიორგს ფერი არ ედო სახეზე.

- თეკლა, დედა ისეთივეა როგორიც მადონაა?

- ენერგიულობა და მხიარულება აქვთ საერთო. ედა ჭორიკანა არ არის. მეგობრებისგან გარემოცვისგან აიღო ეს ტიპაჟი.


http://primetimenews.ge/