პუტინის ქალიშვილი ჰოლანდიაში ნებივრობს (ვიდეო)


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 30 წლის ქალიშვილი მარია, ჰოლანდიის ქალაქ ვორსხოტენში ცხოვრობს 33 წლის ნიდერლანდელ იორიტ ფაასენთან ერთად. ამ ქალაქში მათ სამი სახლი იყიდეს, თუმცა ჩაწერილები მოსკოვში ვეერნაიას 23-ში არიან.

ცოტა ხნის წინ ბულგარეთის ტელევიზიით (BTVnews) სენსაციური ცნობა გადაიცა: 15 აგვისტოს მარიას ვაჟი შეეძინა და ბაბუამ უკვე მოინახულაო. თითქოს ჩვეულებრივი ინფორმაციაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთის ყველა საინფორმაციო სააგენტოს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ.


ბულგარელმა ჟურნალისტმა დესისლავა რიზოვამ ფაქტი დაადასტურა და დაამატა ბავშვი დილის 9 საათზე საკეისრო კვეთით დაიბადა და ეს იფნორმაცია რუსმა კოლეგებმა მომაწოდესო.

რუსი ჟურნალისტების უმეტესობისთვის კარგად არის ცნობილი რა შედეგეი მოჰყვება პრეზიდენტის პირადი ცხოვრების გაშუქებას. „მოსკოვსკი კორესპანდენტი" მხოლოდ იმიტომ დახურეს, რომ ალინა კაბაევასა და პუტინის შესაძლო კავშირზე მინიშნება გააკეთა.

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს ნამდვილი სახალხო პრეზიდენტი ვარო.