როგორ იზეიმა ბერლინმა გერმანიის ნაკრების ჩემპიონობა


გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატის გამარჯვებულია. იოახიმ ლიოვის გუნდმა ფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც რიოში, "მარაკანაზე" გაიმართა, დამატებით დროში არგენტინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 113-ე წუთზე მარიო გიოტცეს გოლით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველი გუნდია, რომელმაც ამერიკის კონტინენტზე მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.


გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა. ნახევარფინალში მათ ბრაზილია სარეკორდო ანგარიშით - 7:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში საფრანგეთს სძლიეს - 1:0, მერვედფინალში კი ალჟირს - 2:1. ჯგუფურ ეტაპზე გერმანიამ პორტუგალიის, აშშ-ისა და განას წინააღმდეგობა დაძლია. მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩატარდა, მატჩებს ამ ქვეყნის 12-მა ქალაქმა უმასპინძლა.