გია ცინაძე: „ვაა.. რა უცნაურია ყველაფერი, ამ ბიჭმა მომწერა გუშინწინ“...

გია ცინაძე ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭთან საუბარს იხსენებს

მსახიობი გია ცინაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპული 21 წლის ოთო გურგენაშვილთან საუბარს იხსენებს.


გია ცინაძე: „ვაა.. რა უცნაურია ყველაფერი, ამ ბიჭმა მომწერა გუშინწინ, შენი გაცნობა მინდაო, სიყვარული ამიხსნა ძაან გულიანი იყო და გულწრფელი, პოეტი ვარო მერე ვიდეო გადმომიგზავნა თავისი ნახეო.. ძაან ჯიგარი იყო, შენიშვნები მითხარიო.. მეც ვუთხარი ცოტა ეგ ახალი ქართველი პოეტების სტილისტიკა და პათეტიკა არ მევასება-თქო და შენც მაქეთ ხარ-მეთქი და მადლობა გავითვალისწინებო და ასე დაიმსახურა პატივისცემა და დამამახსოვრდა ერთი დიალოგით მაგრამ .. ეს რა ცუდი ამბავი მომხდარა და უცნაური ჩემს თავსაც. ამ კაცს რა გმირობაც ჩაუდენია .. ის არ მომკვდარა უკვდავი გახდა და არავის დაავიწყდება“ !