ირინა შეიკი რონალდუს: თუ ცოლად არ მომიყვან, დაგშორდები!

კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი უკვე 3 წელზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა პორტუგალიელი ვარსკვლავი ქორწილს არ ჩქარობს.
როგორც Daily Mail იუწყება, რუსმა სუპერმოდელმა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს ულტიმატუმი წაუყენა: თუ ცოლად არ მომიყვან დაგშორდებიო.
არავინ იცის, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, თუმცა რონალდუსა და შეიკის ქორწილზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ იწერებოდა მედიაში. საბოლოოდ, ისინი დღემდე “შეყვარებულები” არიან.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს შვილიც ჰყავს სხვა ქალისგან.