მესის ოქროს ბურთი, ნოიერს ადიდასის ოქროს ხელთათმანი, როდრიგესს - ოქროს ბუცი

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მეკარე და ოქროს ბუცის მფოლბელი გამოვლინდა.

2014 წლის მსოლფიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის მფლობელი არგენტინელი მესი გახდა, ხოლო ადიდასის ოქროს ხელთათმანს და საუკეთესო მეკარის ტიტულს გერმანიის მეკარე ნოიერი დაეუფლა.

ყველაზე მეტი გოლის გატანისთვის ოქროს ბუცი გადაეცა კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელს ჰამეს როდრიგესს.


საუკეთესო მსაჯობისთვის დაჯილდოვდნენ - ნიკოლა რიცოლი, რენატო ფავერანი, ფერნანდო სტეფანი და კრისტიან ლესკანო.