თიკა ჯამბურია ''ბანის'' წევრისგან ''გატყეპილი'' გოგონების სკანდალზე კომენტარს აკეთებს - ''მიყვარხართ ბიჭებო''...

ორი დღის წინ ''ჯიდიესის'' ეთერში ''ბინა 18''-ის მორიგი გადაცემა. ლევან გოგორელიანს და კოტიკო თოლორაიას სტუმრად ჯგუფ ''ბანის'' ბიჭები ჰყავდათ. მოულოდნელად ბიჭებს რეპერი ბაბე და ანა ოლკინა შემოუყვანეს და მათ ''ტამტამშიკს'' საჯდომებზე დაკვრა შესთავაზეს.

მართალია, ვიდეო სოციალურ ქსლეში ინტერნეტჰიტად იქცა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა როგორ დაუწითლეს უკანალი გოგონებს.

გაღიზიანებული ადამიანები ''ბანის'' ამ პროვოკაციულ ნომერს მარაზმად მიიჩნევს. წერენ, რომ შოუს შემქმნელები პიარისთვის მსგავს პროვოკაციებზე არ უნდა მიდიოდნენ. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ გართობა იყო და დიდი ხმაურის ატეხვა არ ღირდა.



გოგონების ამ უცნაურ ''გატყეპას'' უარყოფითად გამოეხმაურნენ უფლებადამცველები და თავად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილმა მომხდარი სექსიზმად შეაფასა.

მომღერალი თიკა ჯამბურია კი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჯგუფ ''ბანს'' იცავს.

''ძალიან მინდა, პატარა კომენტარი გავაკეთო ჯგუფ ''ბანზე'' ატეხილი სკანდალის გარშემო! პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სირცხვილია ამხელა ამბის ატეხვა რაღაც პატარა შოუს გამო. მეორე რიგში ძალიან მიხარია, რომ ჩემ მეგობრებს ამ ვიდეოთი საკმაოდ აეწევა რეიტინგი და მილიონიანი ნახვები რომ აქვს იმ ვიდეოს, შემდეგ კიდევ უფრო მეტი ნახვა ექნებათ. მიყვარხართ ბიჭებო და მიხარია, რომ თქვენნაირი ნიჭიერი ფოლკლორ ჯგუფი გვყავს''- დაწერა თიკამ საკუთარ ''ფეისბუქზე.''

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის