სანდრა რულოვსი ნიკა მელიას არჩევნებში ხმას არ აძლევს

შაბათს, 12 ივლისს თბილისი ახალ მერს ირჩევს. როგორც ამბობენ, თითოეული ხმა გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ბევრი ისვენებს და თბილისში ამომრჩეველთა ძალიან ცოტა რაოდენობაა.

ნაციონალების კანდიდატს ერთი ხმა მოაკლდებათ იმის გამო, რომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ალპებში ისვენებს.

სანდრამ ერთი საათის წინ  ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთა და დაწერა, რომ ამ დღეებში მეგობრებთან ერთად ალპებში ისვენებს.


რულოვსმა 15 ივნისს გამართულ არჩევნებზე ხმა მთაწმინდის ოლქის მე-19 უბანზე მისცა. მაშინ სანდრამ კამერების წინ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:

,,ჩვენ ოჯახის ყველა წევრს საშუალება არ აქვს მისცეს ხმა, მაგრამ მე ვიცი ვის მისცემდნენ ხმას და ამიტომ მთელი ოჯახის სახელით სამივე ბიულეტენზე დავაფიქსირე ღირსეული კანდიდატის სახელი და გვარი. ჩვენ გვჯერა დემოკრატიის და მე მგონი, ამ დემოკრატიის აშენებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ"...

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის