ხუთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერის ლეგიტიმაციის საკითხი დადგება

ხუთი მინისტრის მთავრობიდან წასვლის შემთხვევაში პრემიერის ლეგიტიმაციის საკითხი დგება. ამის შესახებ Prime Time News-ს ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

ალაფიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს.


"ამ შემთხვევაში, კონსტიტუციით საჭიროა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა, პარლამენტისგან მაღალი ნდობის მოპოვების მიზნით. მაგრამ მთავარი აქ შერჩევის პროცესია, რომელიც იწყება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევით. თავისთავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეულ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდგომ. შერჩევის დისკრეცია არის პრეზიდენტის პრეროგატივა", - აცხადებს ალაფიშვილი.
მისი თქმით, ღარიბაშვილის ხელახალი გაპრემიერება დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კონიუქტურაზე, რომელიც იმ დროისთვსი იარსებებს ქვეყანაში.

"ღარიბაშვილის გაპრემიერება დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ კონიუქტურაზე, რომელიც ამ დროისთვის იქნება, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში. პოლიტიკური მოცემულობა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ამ ორი წლის მანძილზე ეს არის კოალიციური რეჟიმი. თუ კი შეთანხმება არც ერთ მხარესთან არ შედგა ამ შემთხვევაში ამოქმედდება ჩიხური მოდელი. თქვენ გახსოვთ 2012 წელს შეტანილი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელის მიხედვითაც შეუთანხმებლობის შემთხვევაში, პრემიერი და არსებული მინისტრები პოსტს ინარჩუნებენ", - აცხადებს ალაფიშვილი.