5 რამ, რაზეც კაცები სექსის დროს ფიქრობენ

ქალების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მამაკაცები სექსუალური აქტის პროცესში მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე არიან ორიენტირებულები და ინსტიქტებით მოქმედებენ. სექსოლოგები კი სულ სხვა რამეს ამტკიცებენ. მათი თქმით, კაცი სექსის დროს სხვადასხვა საკითხზე ერთდროულად ფიქრობს.

ნუთუ მან მართლა განიცადა ორგაზმი?


კაცი, ქალისგან განსხვავებით, ორგაზმის იმიტაციას ვერ ახდენს, ქალები კი ხშირად თამაშობენ და ატყუებენ მამაკაცებს. ძლიერ სქესს საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების დასამტკიცებლად სურს იცოდეს, რეალურად მიანიჭა ქალს სიამოვნება თუ არა. პარტნიორის ორგაზმზე მამაკაცი სექსის დროს ხშირად ფიქრობს.



შხაპის მიღება დამავიწყდა!
მართალია, ქალებს ჰგონიათ, რომ მამაკაცებს სექსის წინ ბანაობა აზრადაც არ მოსდით, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი სექსის დროს ერთხელ მაინც გაივლებენ თავში: ,,რა უხერხულია, შხაპის მიღება ვერ მოვასწარი!”


ღმერთო, ეს საოცრებაა!
დიდი და ლამაზი მკერდი – ეს არის ის, რაც მამაკაცებს აღაფრთოვანებთ. თუკი მათ სექსი სწორედ ლამაზმკერდიან პარტნიორთან აქვთ, ისინი აქტის დროს ქალის მკერდზე ფიქრობენ და გულში იმეორებენ: ,,ეს საოცრებაა!”



ნეტავ, ექსპერიმენტებზე თუ დამთანხმდება?
კაცებს რომ ექსპერიმენტები უყვართ, ეს ყველასთვის ცნობილია. შესაძლოა, ისინი აქტს მისიონერული ან სხვა რომელიმე გავრცელებული პოზით იწყებენ, თუმცა სექსის პროცესში გამუდმებით ცვლილებებსა და ექსპერიმენტებზე ფიქრობენ. სურვილის მიუხედავად კი, ითვალისწინებენ პარტნიორსაც და მისი სითამამიდან გამომდინარე წყვეტენ, შესთავაზონ თუ არა ქალს სხვადასხვა იდეები.



ეს სად ისწავლა?
მართალია, მამაკაცებს ქალის სითამამე და გამოცდილება მოსწონთ და იზიდავთ, თუმცა ხშირად უკვირთ, საიდან აქვთ მათ ასეთი გამოცდილება.

სად ისწავლა კარგი სექსი?

როდის ისწავლა ვნებიანი კოცნა?

როდის გამოსცადა ესა თუ ის პოზა?…



ბევრი კითხვითი ფორმის მქონე აზრის შემდეგ, რაც მამაკაცებს თავში სექსის პროცესში უტრიალებთ, ყველაფერი ამ ფრაზით სრულდება: ,,როგორც იქნა, ეს მოხდა!”

http://4.dainteresdit.ge/skhva/856-5-ram-razec-kacebi-seqsis-dros-fiqroben.html?lang=ka-GE