უფქვილო დესერტი ხაჭოთი და ქიშმიშით

ინგრედიენტები:
ხაჭო 500 გ
კარაქი 2-3 ს.კ
კვერცხი 2
მანანის ბურღული 1 მუჭა
არაჟანი 4 ს.კ
შაქარი 50 გ ან გემოვნებით
მარილი
ვანილი
ქიშმიში 100-150 გ


კარაქი გავადნოთ, შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ხაჭოც.

შვურიოთ ერთმანეთს ხაჭო და კვერცხი, დავამატოთ მანანის ბურღული, არაჟნისა და კარაქის 2/3, შევურიოთ ქიშმიში, მარილი და ვანილიც.

მასა გადავიტანოთ ფორმაში (უმჯობესია სილიკონის) და კარგად გადავანაწილოთ, ზემოდან გადავუსვათ დარჩენილი არაჟანი და მოვასხათ კარაქი. თავზე შეგვიძლია ფოლგა დავაფაროთ და გამოვაცხოთ 160-180 გრადუსზე, 20-30 წუთი.