ამალია ჯიბლაძე

ვინ არის რეალური ამალია, სად ცხოვრობს და როგორ ცხოვრობს? სიუჟეტის ავტორი ამალიას თანაკლასელებს, მასწავლებლებს და მისი გარემოცვის წევრებს შეხვდა. თეა ადეიშვილი იყო იქ, სადაც ამალია ყოველდღიურ ცხოვრებას ატარებს. თავად ამალიასთან კონტაქტი გართულებულია. მას შემდეგ, რაც ცილი დასწამეს, ფონოგრამაზე სიმღერა დააბრალეს და მისი პირადი ცხოვრების ქექვა დაიწყეს, პროექტ "ნიჭიერის" მონაწილე საუბრისგან თავს იკავებს.