კიდევ ერთი ,,შოკისმომგვრელი სიახლე“ ამალია ჯიბლაძეზე - ,,ბაზრობა“ თუ Louis Vuitton-ი

ოციალურ ქსელში, მოდის ერთ-ერთ ბლოგზე კიდევ ერთი სენსაციური (და ალბათ, სახუმარო) სიახლე გავრცელდა ,,ნიჭიერის“ კონკურსანტის გარშემო.
,,ამალიამ თვალში ნაცარი მთელს ქვეყანას შეაყარა, მაგრამ მოდის მოყვარულებს ვერ!
ე.წ. ”ბაზრობის” ჩანთა სინამდვილეში Louis Vuitton -ის ძვირადღირებული ჩანთაა, რომელიც სტავროპოლის ერთერთ ფეშენ ბუტიკში შეიძინა!


რა თქმა უნდა, ფესტივალში მიღებული ექვსციფრიანი ჰონორარით!“, - წერენ ბლოგზე.

ვფიქრობთ, ეს უბრალოდ ხუმრობაა, საზოგადოების იმ ნაწილის მისამართით გაკეთებული, რომლებმაც ამალია ჯიბლაძის ნიჭიერებაში ეჭვი შეიტანეს.