დაკავებულია „თბილგვირაბმშენის“ დირექტორის მოადგილე მალხაზ შარიქაძე



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილგვირაბმშენის" დირექტორის მოადგილე მალხაზ შარიქაძე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს, აუქციონში პრივილეგიის მინიჭების და შემდგომში გამარჯვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1 000 ლარი გამოართვა.


გარდა ამისა, კორუფციული გარიგების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა 800 კვ/მ შენობის ელექტრონულ აუქციონზე განთავსება, როგორც 600 კვ/მ ფართის მქონე, ხოლო სხვაობის, 200 კვ/მ-ის საიჯარო გადასახადს დაკავებული სისტემატურად, არაოფიციალურად გამოართმევდა კომპანიის წარმომადგენლებს.

დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


http://www.reportiori.ge/