აფსუს, ალასანია. ადრე როგორ მესიმპატიურებოდით? სულ ეს ყოფილხართ?

რომ გადავხედე ფბ საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. ყველამ ყველაფერი თქვა და ახლა მოლოდინის რეჟიმში გადაერთო. აწი, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ქართველი ხალხი და საქართველო მოგებული დარჩება. აფსუს, ალასანია. ადრე როგორ მესიმპატიურებოდით? სულ ეს ყოფილხართ? გაგაფრთხილათ ბიძომ, რომ ვინც გავა კოალიციიდან "კაი ჩიტსაც დაიჭერსო". არ ვიცი რა "ჩიტი" დაიჭირეთ, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ალასანია და "თავისუფალი დემოკრატები" წარსულია. გრიფმა "სრულიად საიდუმლოდ" დაღუპა მიშა და დაგღუპათ თქვენ. "კაბელების საქმე" შეიძლებოდა მართლაც ყურით მოთრეული ყოფილიყო და ეს გვერწმუნა ჩვენ,
მოქალაქეებს, მაგრამ იმ რეაქციის მიხედვით, რაც თქვენ გაამჟღავნეთ, ამას უკვე სასამართლო არც სჭირდება. ეს არის რეაქცია იმ ადამიანის, რომელიც ყელამდეა ჩაფლული კორუფციაში და პოლიტიკაში ეძებს გადარჩენას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გული მწყდება ასეთი პერსპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსი დაუპირისპირდა თავის ქვეყანას და ასეთი იმიჯით დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა. თქვენ ყველას ერთად აღებულს გაჯობათ, გონიერებით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით, ერთმა ციცქნა, მაგრამ დიდი გულის ადამიანმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სუსტები არიან უფრო ძლიერნი. ქართველმა ხალხმა ტყუილად არ გააკულტა ქართლის დედა.
P.S. მკითხველმა მომიტევოს ამ ლირიული გადახვევისთვის.