ალექსანდრე თამაზაშვილი: მეგობრებო, არ გემშვიდობებით, დროებით!


„გული მწყდება იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში ხდება. გული მწყდება, პირველ რიგში ჩვენს თანამებრძოლებზე, კოლეგებზე, რომლებსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ და მეგობრებად მივიჩნევ... ვისთან ერთადაც ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ დამნაშავეთა მოძრაობა, სააკაშვილის მეთაურობით", - აღნიშნულ განცხადებას დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი facebook-ის პირად  გვერდზე წერს:



„მესმის, რომ დგება პერიოდი, როდესაც რაღაც უნდა გადაწყვიტო... ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ეს დრო დადგა... სწორია ეს თუ არასწორი, ამას დრო გვიჩვენებს ...

როგორც მეგობრები და გუნდელები, თქვენ სწორედ მოიქეცით და მეც მასე მოვიქცეოდი, უბრალოდ, როცა სამშობლოს ეხება საქმე, მე მგონია, რომ პირადი ემოციები სახელმწიფოებრივ აზროვნებას არ უნდა უშლიდეს ხელს.. ცხელ გულზე ნათქვამს ჰგავს ის, რომ თითქოს საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, სიმართლესთან ახლოსაც არაა, მაგრამ თუ რაიმე საფრთხე დაემუქრა, ალბათ სწორედ მსგავსი დაუფიქრებელი და ემოციებს აყოლილი განცხადებებით ..

მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით გზაზე... იმ გზაზე, რომელიც ერთადერთია და ერთად გასავლელია!!! ეს არის საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ, დემოკრატიული პროცესების განვითარებისაკენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ!!!
P.S. მეგობრებო, არ გემშვიდობებით, დროებით!" - წერს თამაზაშვილი.


სტილი დაცულია


(მოამზადა ანა ნოდიამ)