ვანო მაჭავარიანი: თეა წულუკიანმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის მთავარია თანამდებობა

„თეა წულუკიანმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის მთავარია თანამდებობა, ვიდრე გუნდური პრინციპი", - ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანმა იუსტიციის  მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანმა თანამდებობაზე დარჩენის შეახებ განცხადება 2 დღის წინ გააკეთა.



„კოალიციური მმართველობა თავისთავად გულისხმობს გუნდურ პრინციპს. თუ შენ მთავრობაში მოხვედი, როგორც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, როდესაც გუნდი და მისი ლიდერი გადის კოალიციიდან - ვგულისხმობ მინისტრებს, თავისთავად იზიარებ გუნდურ პასუხისმგებლობას. თუ არ იზიარებ, ეს ნიშნავს, რომ შენ ამ პარტიას ეთიშები და რეალურად შენთვის მნიშვნელოვანია პოსტი, ვიდრე გუნდური პრინციპი. ამ შემთხვევაში თეა წულუკიანმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის მთავარია თანამდებობა, ვიდრე გუნდური პრინციპი იმიტომ, რომ მისი განცხადება არასერიოზულია, რადგან საკითხი არ შეეხებოდა იმას, რომ მას ხელს უშლიან თუ არა ევროპულ არჩევანში, აქ იყო პრინციპი, რომ ის მოვიდა „თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად. სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ ვერ მოვიდოდა პოლიტიკაში, ალასანია იყო მისი ძირითადი პარტნიორი ამ საქმეში და მან გააკეთა თავისი არჩევანი. ეს კოალიციური მთავრობების დროს ხშირად ხდება. აქ პოლიტიკოსები არჩევანს აკეთებენ", - განაცხადა მაჭავარიანმა.


http://www.reportiori.ge/