ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ნაგვისგან უნდა გავწმინდოთ

საქართველო უნდა გავწმინდოთ ნაგვისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში, გამწვანების აქციაში მონაწილეობის შემდეგ განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან გუბერნატორებს დაავალა,  ორგანიზება გაუკეთონ დასუფთავების აქციას.
"ასევე,  ვთხოვე თვითმმართველობის ერთეულებს, გამგებლებს და ყველას, რომ ჩაერთონ ამ ღონისძიებაში, ვინაიდან საქართველო უნდა გავწმინდოთ ნაგვისგან. ნაგვის ნარჩენების გატანა და მისი მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, პარლამენტში უკვე შევიდა გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც კანონი მკაცრდება და დანაგვიანებაზე ჯარიმები იზრდება.
"ეს კეთდება იმისთვის, რომ ნაგვის დაყრა გახდეს სამარცხვინო თითოეული მოქალაქისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.