რა უთხრა ივანიშვილმა „რესპუბლიკელებს“ დახურულ შეხვედრაზე

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„მორიგი ნიუსი ჩემი ჩიტისგან:

ბიძინა ივანიშვილი რომ ესწრებოდა გუშინ პრემიერის და კოალიციის წევრების შეხვედრას ეს თინამ უკვე გაამხილა, მაგრამ არ უთქვამს რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელებს:

-ან გამარკვიეთ რა გინდათ, ან წასვლა თუ გინდათ, სადაც გნებავთ მიბრძანდითო.ჰო, თავმჯდომარეს მიხედეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებსო.

p.s. საუბრის შინაარსი გადმოგეცით, ჟარგონების განმეორებას არ ვარ!“,- წერს კილაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

mediamall.ge