რომეო, ჯულიეტოვიჩი და ღია ეთერში მოწყობილი პროვოკაცია კოდური სახელწოდებით `დაასხი ცეცხლზე ნავთი

რომეო, ჯულიეტოვიჩი და ღია ეთერში
მოწყობილი პროვოკაცია კოდური
სახელწოდებით `დაასხი ცეცხლზე ნავთი~

ვისაც აღნიშნული გადაცემა ერთხელ მაინც უნახავს, იცის, რომ `არჩევანის~ წამყვანი Gგიორგი გაბუნიაა, რომელიც ზოგისთვის მხოლოდ `იქს-ფაქტორის~ ჟიურის წევრობითაა ცნობილი და სხვა არც არაფერი აინტერესებს, თუმცა, `იქს-ფაქტორის~ მიმდინარეობისას მისი სალანძღავი ჯგუფიც კი შეიქმნა,
იმდენად ცინიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ცალკეული გამომსვლელის მიმართ. და მაინც, გიორგი გაბუნიამ არ მოიშალა თავისი და, როგორც ფეისბუქ-მომხმარებლები ხუმრობანარევი სიმართლით აღნიშნავენ, მან ქართველი ხალხის საგინებელი კიდევ ერთხელ გახადა რომეო და ჯულიეტა. შექსპირი არაფერ შუაშია, იგულისხმება გაბუნიას დედა, პატივსაცემი ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძე და ბაჩანა ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი რომეო საჯაია.
`ჯულიეტოვიჩს~ რომ მიწოდებენ, ღიმილით ვხვდებიო _ ნათქვამი აქვს გაბუნიას... რას ერჩის გაბუნია საკუთარ დედას, რატომ აგინებინებს აბსოლუტურად უდანაშაულო მანდილოსანს ხალხს საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, ესაა საკითხავი, თორემ რომეო საჯაიას იმ დროიდან აგინებს ხალხი ღიად, როცა როლანდ ახალაიას დაქვემდებარებაში მყოფი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი იყო.
`გიორგი გაბუნია, კიდევ ერთხელ მოაწყობ ამას ტელევიზიაში და შენი ხელფასიდან გამოვქვითავ ჩემი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯებს. ინგა გრიგოლია, ნეტავი შენს გამძლეობას, კვირაში ერთხელ ამას რომ იტან... P.შ. დამავიწყდა, მეთქვა _ მადლობა პატრულს კარგად მუშაობისთვის და ოპერატიულობისთვის~, _ დაწერა ნიკა გვარამიამ ფეისბუქში.
მართლა `ნეტავი გვარამიას~, რომ ამ ორიოდე ქვენართაული ბწკარის დასაწერად გარჯა არ დაეზარა, თორემ გაბუნია რისი მომწყობია, ერთი თანაკლასელი და თანამესტიქარე (ერთდროულად იყვნენ სტიქაროსნები) მატროსოვზე უზის, გიგი უგულავა და მეორე, ნიკა გილაური, სადღაც ჰყავს დაკარგული ნემსივით... თუმცა, რატომ? ბიჭი, რომელიც მისივე სიტყვებით `თმაგადაპარსული, წვერით დადიოდა, საყურე ეკეთა და შარვალი უკუღმა ეცვა, პიჯაკი არასდროს სცმია და არც ჰალსტუხი ჰქონდა, შორს იყო პოლიტიკიდან და ეს ყველამ იცოდა, `კურიერი~ რომ წაეყვანა, გადაწყვეტილება იმ დროს `რუსთავი-2-ის~ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირმა ნადირაშვილმა მიიღო, ნადირაშვილი კი ისეთ შემტევ ტალღაზეა პარლამენტიდან (ზურგსა და ენა-ყურს უკან ბოკერია-სუფლიორით), ნიკა გვარამიას ვინ ჰკითხავს გაბუნიას ხელფასის ოდენობის განკარგვას?
მაინც, რა მოაწყო ისეთი გაბუნიამ, რაც ჯერ არავის მოუწყვია `რუსთავი-2-ის~ ეთერში? _ არც არაფერი, `რუსთავი-2-მა~ რომ ე.წ `ვარდების რევოლუცია~ მოაწყო, მოწყობა ისე უნდა... ამბობენ, მადა ჭამაში მოდისო და ახლა რის მოწყობას აპირებს `რუსთავი-2~ 15 ნოემბრისთვის, ნეტავ, როდის დაინტერესდება ის, ვინც ამით უნდა იყოს დაინტერესებული? სხვათაშორის, მასმედიის ძალას ჯეროვნად რომ ვერ აფასებდნენ და როგორც ჩანს, ვერც დღეს აფასებენ, ფაქტები სახეზეა და ისევ ხალხი ყვირის ამის შესახებ, სხვა, ყველა, გატრუნულია.
გაბუნიამ რა ქნა, როგორც სხვა გადაცემების სხვა წამყვანები იქცევიან, გვერდიგვერდ დასხა ორი მხარე, ნავთი და თივა, შეუნთო ცეცხლი და გვერდზე გადგა ხელების გასათბობად. კი, ნამდვილად ხელების გათბობაა, უფრო ზუსტად, მოთბობა, როცა ამგვარ საქმიანობაში ფულს ოფიციალურ გიხდიან ჰონორარის სახელქვეშ...
იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ზაზა დავითაია მეორედ სცემა `თავისუფალი ზონის~ წევრმა; იმ დროს, როცა საზოგადოების უმრავლესი ნაწილი იმავე ქმედების გამო `თავისუფალი ზონის~ ოფისთან ერთხელ უკვე მივიდა პროტესტის გამოსახატად; იმ დროს, როდესაც ხალხის უმრავლების მოთხოვნაა აიკრძალოს `ნაცმოძრაობის~ ახალგაზრდული ორგანიზაცია `თავისუფალი ზონა~ და თვით `ნაცმოძრაობა~; იმ დროს, როცა `თავისუფალი ზონის~ წევრები (ქალიან-კაციანად) `არანაციონალების~ ტაფებით თავების დახეთქვაზე ღიად ოცნებობენ; იმ დროს, როცა `თავისუფალი ზონის~ გაურკვეველი წარსულის გოგო-ბიჭები ხალხის რისხვისგან პოლიციის დასაცავია, შენ კი ჭკუისსაკითხავად სტუდიაში იწვევ და ტელეეკრანიდან მაინც აპიარებ; იმ დროს, როდესაც ხალხი პირადი შურისძიების განხორციელებაზე შემართულია (ესეც სახელმწიფოს დანაშაულია), ხოლო `ნაცპროვოკატორები~ ათასგვარ სვლებს გეგმავენ სწორედ ცალკეული შეტაკებების გამოსაწვევად, მათ ერთად, ერთ სივრცეში `დაპატიჟებას~ და ერთმანეთზე მისევას რა სახელი შეიძლება დაერქვას? _ გამიზნული ქმედება, რომელმაც დიდი ალბათობით შესაძლოა გამოიწვიოს მსხვერპლი, რაც თავისთავად გადაიზრდება უმართავ პროცესებში.
მას შემდეგ, რაც თარხან გასვიანმა `შე ჩათლახოო~ სახეში მიათხლიშა რომეო საჯაიას, ეს, ყველასათვის კარგად ნაცნობი შეფასება ერთგვარ თავსატეხად იქცა, რა შეიძლება იყოს `ჩათლახის~ სრული არსიო. ვინ არის ავტორი, უცნობია, არცთუ მოკლე `ნაღვაწისა~ დასათაურებით `ქართული თანამედროვე ჟარგონი+როგორ ახსნიდა მას სულხან-საბა ორბელიანი~, მაგრამ გასაოცარი განმარტება აღმოჩნდა. `ჩათლახი~ _ ესე დიაცი კურომრავალი და ხასიათ განრყუნილი; ჩათლახივე არს სულიერი ქუეგამხედვარი და ავის ყოფისთვის მუდამ მეცადინე. ამის შემდეგ, გასაკვირია, ვინმემ იკითხოს, ნეტავ, რამდენი ჩათლახია ამ ქვეყანაზეო?
`ჯულიეტოვიჩის~ მიერ დათმობილ დროში რომეომ ჩამოარაკრაკა, თარხან გასვიანი ახლაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ არისო; ბიძამისმა ბებიამისი ნარკოტიკული თრობის დროს მოკლა, ხოლო თორნიკე გასვიანი (თარხანის მამა) კი ნარკოტიკებით ვაჭრობდაო. (სხვათაშორის, იმ თორნიკე გასვიანზეა საუბარი, რომელსაც სააკაშვილთან დაპირისპირების გამო 18 წელი მიესაჯა ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის და რომლის წამების კადრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა; იგივე თორნიკე გასვიანია, რომელიც იმავე სააკაშვილმა უკანონოდ მიტაცებულ დამატებით საპრეზიდენტო ვადაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ რატომღაც მალევე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეიწყალა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით და ციხიდან გამოუშვა.)
რა თქმა უნდა, რომეო საჯაიას ნაჩვევ პროკურორულ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე კომენტარის მიცემა არ ისურვა ადვოკატთა ასოციაციის ასევე უკვე რეპუტაციაშელახულმა თავმჯდომარემ, არადა, ორივე პერსონას ოფიციალურად ადვოკატი ჰქვია და სადღაც, სიმბოლურად მაინც არსებობს ადვოკატთა ეთიკის საბჭო, რომელსაც ჯულიეტას ბიჭთან ენის უმართებულოდ რატრატის გამო რომეოსთვის საადვოკატო საქმიანობის შეჩერება შეუძლია...
(სხვათაშორის, ისიც საინტერესოა, არანაირ ეჭვს არ აჩენს თვით ადვოკატთა ასოციაციაში ის ფაქტები, რომ ვთქვათ, ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი თბილისის პროკურატურაში განყოფილების პროკურორი იყო 2006-2008 წლებში, 2008-2010 წლებში კი კახეთის სამხარეო პროკურორი? ან ის, რომ `კმარელი~ აქტივისტი გიორგი ონიანი უცბად თბილისის მთავარ პროკურატურაში დასაქმდა, 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, იმ დროს, როდესაც ამ უწყებას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა და როდესაც ე.წ `ნავთლუღის ოპერაცია~ ჩატარდა და ბაჩო ახალაიას საქმეზე `პრაქტიკანტი ადვოკატის~ სტატუსით გამოჩნდა, მანამდე კი რომელიღაც არასამთავრო ორგანიზაციის სახელით აპროტესტებდა?)
`ისევე როგორც ყველა `კურიერელისთვის~, ჩემთვისაც ძირითადი თავშესაფარი `რუსთავი-2-ია~ _ ეს გიორგი გაბუნიას სიტყვებია ორი წლის წინ, მაგრამ განა დღეს იგივეს არ იტყვის და მხარს არ აუბამენ სხვა მედია-საშუალებები?
რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც არასდროს ყოფილან `კურიერელები~, `რუსთავი-2-ელები~ და მათი განაყოფი მედია-საშუალებების წარმომადგენლები, `ნაციონალები~, სააკაშვილის ჯიბის პროკურორები, მოსამართლეები, ციხის უფროსები, ჯალათები, მკვლელები, სექსუალურად დაცემულები, პათოლოგები, ნარკომანები, ბოლო-ბოლო ჩათლახები?
ს.კ. _ `მოკლედ, ერთი ძლიერი აქცია `ტელევიზიონშიკებს~ და ზოგადად მასმედიას უნდა მოვუწყოთ, რა!!! `რუსთავი-2~ არ ითვლება, მაგათი საშველი არ არის `კუდიანს სამარე გაასწორებს~, მაგრამ დანარჩენებზე ვამბობ, ინგა გრიგოლიათი დაწყებული და ჟიჟილაშვილით გაგრძელებული. მოთხოვნა უნდა იყოს ერთი: ნუ მიჰყავთ ეთერში ოდიოზური მასტები მფრინავი იდეებით, ნუ აღიაზიანებენ ხალხს, თორემ ერთი თუ დაიძრა ბორბალი, პირველი ტალღა მაგ ტელევიზიებს მოხვდებათ და მერე იპრუწუნონ მაგ დედამო...ებმა!
რას იტყვით ხალხო, თქვენი ნერვებისა და ჯანმრთელობის დასაცავად გამოხვალთ?
ნ. შ: _ გამოვალთ! ყვავს რომ აფრენა უნდოდა და ხელის აქნევას უცდიდა, ისე ელოდება ხალხი დაძახილს _ დაგვაგლიჯეს ნერვები ამ ვითომ ჟურნალისტებმა.
ც. კ: _ გამოვალ!
ნ. მ: _ ინგა არ გახდა `ზვეზდა?~ რამდენი `პატივისცემა~ აქვს და გინება...
მ. ნ: _ ჟიჟილაშვილი, სავარაუდოდ, ჟურნალისტია? რომელ არხზეა? ისე, მე არსად არ გამოვალ, რადგან საერთოდ არ ვუყურებ მაგ თქვენს იდიოტურ ტელევიზიებს და ჯანმრთელობასაც არ ვუჩივი!
ნ. რ: _ აუცილებლად გამოვალ! ტელევიზორისკენ გახედვა აღარ მინდა ისე შემაზიზღეს...
ე. რ: _ კიიიი!
ი. ტ: _ სიამოვნებით გამოვალ! ამათი შიშით ტელევიზორს აღარ ვუყურებ, ნერვების გლეჯვა აღარ შემიძლია...
ზ. კ: _ კარგი აზრია! ტვ-მედია ანტიქართულ ფერხულში ფეხაწყობილი ცეკვავს _ კარგა ხნის წინ უნდა მიგვეჯირყვნა...
თ. რ: _ აღარ ვუყურებ! ვერ წარმომედგინა თუ `რუსთავი-2-ს~ შევაქებდი, მაგრამ უნდა ვაღიარო _ პროფესიონალები არიან, ნაძირალობაც კი პროფესიონალურ დონეზე იციან...
კ. ჭ: _ ვალტერ შურღაიაა საჭირო!
თ. ა: _ სასწრაფოდ არის გასაკეთებელი!
გ.მ: _ ბოლო-ბოლო აღარ მოვიდა დრო, რომ ბოლო მოეღოს ნაცბოლშევიკური იდეოლოგიის პროპაგანდას ღია ეთერიდან და საზოგადოების მასხრად აგდება-დაცინვას?
მოვდივარ! მოვდივარ! მოვდივარ! _ და პასუხად `ჯულიეტოვიჩმა~ ახლა `ძებნილი~ მიხეილ სააკაშვილი გამოაძვრინა სტუდიაში, რომელმაც სხვა დანარჩენთან ერთად პირდაპირ დააბრეხვა, მშვიდობიანი გზით ხელისუფლება არ შეიცვლებაო...
`რუსთავი-2~-მა `ვარდების რევოლუციის~ სახით ერთი რევოლუცია უკვე მოგვიწყო...
საინტერესოა, ახლა რისი რევოლუციის მოწყობას აპირებს ეს ტელეკომპანია, რომელმაც, როგორც ჩანს, რევოლუციების მოწყობა პროფესიად გაიხადა?

დავით ქავთარია  საერთო გაზეთი