პაპარაცული კადრები: პუგაჩოვა აუზში ნებივრობს და შვილებს ეთამაშება

66-ე დაბადების დღის აღნიშვნა ალა პუგაჩოვამ ისრაელში, ოჯახურ გარემოცვაში გადაწყვიტა. გამოცემა SUPER-მა რუს პრიმადონას წმინდა მიწაზე მიაკვლია. ხმელთაშუა ზღვის მზიან სანაპიროზე პუგაჩოვა შვილებთან - ჰარისა და ელისაბედთან ერთად მდიდრულ ვილაში ოჯახური იდილიით ტკბება.

პუგაჩოვას პატარებთან "გამკლავება" მარტოს არ უწევს - პრიმადონას ამაში ორი ძიძა და ბიზნესვუმენი მეგობარი, 77 წლის ალინა რედელი ეხმარებიან. რუსულმა გამოცემამ SUPER რუსული ესტრადის ვარსკვლავი მდიდრული ვილის აუზის პირას, საშინაოდ გამოწყობილი დააფიქსირა - ქუდში, ხალათსა და საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ალა ჯერ პატარებს მოეფერა, შემდეგ კი წყალში ინებივრა.

ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს ტყუპი ქალ-ვაჟი სუროგატმა დედამ წელიწადნახევრის წინ გაუჩინა.