ირაკლი შოთაძე იური ვაზაგაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის

ის ეკუთვნის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დნმ-ი - შოთაძის კომენტარი.

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს გია სოსანაშვილის და მისი ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშს უხდის.



ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება, დნმ-ის მეორე კვალს, შოთაძე განმარტავს, რომ იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხდება.

„მათ გამოძიების და პროკურატურის დისკრედიტაცია სურთ. მათი ამორალური განცხადებების გამო მინდა ვაზაგაშვილების ოჯახს ბოდიში მოვუხადო. ისინი გამოძიების დისკრედიტაციას ვერ მოახერხებენ და გამოძიება ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. რაც შეეხება მეორე დნმ-ს, მისი პროფილი აღმოჩენილია. ეს მინიმალური დნმ-ია. ვის ეკუთვნის ეს დნმ, ამის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხდა“, - განაცხადა შოთაძემ.

ცოტა ხნის წინ გია სოსანაშვილის ადვოკატმა ციხიდან ბრალდებულის ახსნა-განმარტება გამოიტანა, სადაც ნათქვამია, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩენილი მეორე დნმ-ი გენინსპექციის უფროსს როინ ასანიძეს ეკუთვნის.