1. როცა შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ – შეეცადეთ, დალიოთ ერთი ჭიქა უბრალო წყალი. ხანდახან შიმშილის გრძნობა სითხის უკმარისობის გამო გვეუფლება.
2. თუ ძალიან გინდათ ტკბილი, მიირთვით ვაშლი.
3. შეეცადეთ, შეცვალოთ ნებისმიერი სითხე, რასაც მიირთმევთ, უბრალო წყლით. ხშირად არა საჭმლისგან, არამედ სხვადასხვა სითხისგან (წვენებისგან, გაზიანი სასმელებისგან) ვიმატებთ წონაში. ისინი სწრაფად შეთვისებადი კალორიებით ამარაგებენ ჩვენს ორგანიზმს.
4. მიირთვით დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.
5. შეეცადეთ, მიირთვათ ერთსა და იმავე დროს. სასურველია, ყველაზე კალორიული საკვები საუზმის დროს მიიღოთ.
როგორც ხედავთ, ამ უმარტივესი წესების შესრულება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას. მოსინჯეთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და რამდენიმე დღეში თავს უკეთ და ბევრად მსუბუქად იგრძნობთ.