საჭირო მასალა:
ქათმის ფილე - 500 გრ
პური - 100 გრ
ხახვი - 1 ცალი
ყველი - 50 გრ
ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
ზეთი, მარილი
მომზადება:
პური თბილ წყალში ჩაალბეთ. ქათმის ფილე მანქანაში გაატარეთ. ასევე გაატარეთ ხახვი და დამბალი პური. ფარშში დაუმატეთ გახეხილი ყველი და მარილი. მოამზადეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში საშუალო სიძლიერის ცეცხლზე.