ექიმები კვერცხის ნაჭუჭის გამოყენებას გვირჩევენ, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში, ხოლო ორსულებისთვის და მოზარდებისთვის აუცილებელიც ყოფილა. ნაჭუჭი 27 მიკროელემენტს შეიცავს, როგორიცაა ფტორი, რკინა, მანგანუმი და სხვ. მისი შემადგენლობა არაფრით არ განსხვავდება ძვლებისა და კბილების შემადგენლობისგან.
მედიკოსები ნაჭუჭისგან ფხვნილის დამზადების მეთოდსაც გვთავაზობენ: იმისათვის, რომ ფხვნილი მივიღოთ, ნაჭუჭი კარგად უნდა გაირეცხოს და გარსი მოსცილდეს. 5 წუთით მოთავსდეს მდუღარე წყალში და შემდეგ კიდევ კარგად გაირეცხოს. გაშრობის შემდეგ ნაჭუჭი უნდა დაიფქვას, ფხვნილი მიიღება დღეში ერთხელ, საუზმის დროს.
მედიკოსების განცხადებით, ზრდასრული ადამიანებისთვის წელიწადში 15-20-დღიანი, ორი კურსის ჩატარებაა რეკომენდებული, ხოლო წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის და ორსულებისთვის მისი მიღება ყოველდღე შეიძლება.
წყარო: geonews.ge