დედოფლისწყაროს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მომხდარმა უცნაურმა შემთხვევამ ადგილობრივებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც ამბობენ, 4 წლის წინ 5 წლის ბიჭუნა გ. პ. მოულოდნელად ზრდასრული მამაკაცის ენით ალაპარაკდა. პატარა ამბობდა, რომ ის ბათუმელია, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც თავი დაუშავდა, ჰყავს ცოლ-შვილი, აქვს დიდი სახლი და ძალიან ბევრი ფული, ის კი არადა, გიორგის ისიც უთქვამს, 80 ათას დოლარს ბანკში ვინახავო.
ოჯახის ახლობლების გადმოცემით, გიორგი იმ კაცის მობილური ტელეფონის ნომერსაც ამბობდა. ბიჭს მშობლებმა ამის გამო თურმე ბავშვებთან თამაშიც აუკრძალეს. თუ სოფელში გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, გ.პ-ს მშობლებმა აღნიშნულ ნომერზე დარეკეს, აღმოჩნდა, რომ ნომერი მართლაც იმ პირს ეკუთვნოდა, რომელზეც ბავშვი ამბობდა, უფრო მეტიც - თურმე ბათუმელი მამაკაცი, გვარად ჯაფარიძე, სწორედ მაშინ გარდაცვლილა, როცა გ.პ დაიბადა. გ.პ-ს ოჯახის წევრები ამ ამბავს მალავენ. მომხდარზე სოფლის მოსახლეობაც აღარ ლაპარაკობს. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, გ.პ-ს ოჯახში მომხდარი ამბავი მას შემდეგ გახდა ყველასთვის ცნობილი, როცა რელიგიის მასწავლებელთან მივიდა და დახმარება სთხოვა. მისი რჩევით, მშობლებმა ბავშვი მოძღვართან მიიყვანეს, პატარას სისტემატურად ატარებდნენ ეკლესიაში, აზიარებდნენ და დღეს ის ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას.
მანანა კ. (სკოლის დირექტორი, სადაც ზემოხსენებული ბავშვი სწავლობს): გ.პ. ახლა მეოთხე კლასის მოსწავლეა, ძალიან ნიჭიერი და აზრიანი ბავშვია, არაფერი უცნაური მას არ ეტყობა, მხოლოდ იმით გამოირჩევა თანატოლებისგან, რომ ძალიან ნიჭიერი და კომუნიკაბელურია.
- შევიტყვეთ, რომ ბავშვის ბებიამ რელიგიის მასწავლებელს სთხოვა რჩევა და აქედან გახდა ეს ამბავი ცნობილი...
- ვერაფერს გეტყვით. რელიგიის მასწავლებელი არც მაშინ მუშაობდა და არც ახლა მუშაობს ჩვენს სკოლაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბავშვმა თანატოლებთან თქვა, ბათუმში სახლი და ბევრი ფული მაქვსო, აქედან გავრცელდა ალბათ ეს ჭორი. ბავშვებს მდიდარი ფანტაზია აქვთ და შეიძლება ფანტაზიის ნაყოფი იყო ის, რაც მან ბავშვებს
უთხრა. ეს უკვე მივიწყებული ამბავია, მას ყოველდღე ვხედავ და უცნაურს ვერაფერს ვატყობ.
- გინდათ თქვათ, რომ ეს მხოლოდ ჭორია?
- ჭორი კი არა, ბავშვის ფანტაზია იყო, მან რაღაცა თქვა და ხალხმა გაავრცელა. მას შემდეგ არაფერი ყოფილა. როგორც თქვენ გაქვთ გაგებული ეს ამბავი, მეც ისე ვიცი, მშობლებსაც ვერ ვესაუბრე ამ თემაზე, რადგან ძალიან გაღიზიანებული იყვნენ.
ნანა კენჭაძე (პარაფსიქოლოგი): - ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, რეინკარნაციული მომენტია ეს და შესაძლებელია ერთი ადამიანის სული ჩასახლდეს მეორეში. წაკითხული მაქვს ამის შესახებ, მსგავსი შემთხვევები ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში ხდებოდა და ძველ ლიტერატურაში კარგად არის გაშიფრული, რასაც თანამედროვე ავტორებიც იმეორებენ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"