ეს კისელი დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმაში რომ ზედმეტ კილოგრამებს დაეშვიდობოთ, არამედ იმაშიც, რომ ნაწლავებიდან გამოიდევნოს ზედმეტი ნივთიერებები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა.
იმისათვის რომ გამწმენდი სასმელი მოამზადოთ, დაგჭირდებათ ერთი მუჭა ჰერკულესი, 200 გრამი შავი ქლიავი და ამდენივე გახეხილი უმი ჭარხალი. ეს ყველაფერი უნდა ჩაყაროთ 2 ლიტრ ადუღებულ წყალში და ადუღოთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში.
ნახარში, რომელიც კისელს ჰგავს, გადაწურეთ და დალიეთ რამდენსაც შეძლებთ დაძინებამდე ორი საათით ადრე. სასურველია, ამ დროს ღვიძლზე დაიდოთ „გრელკა“.
კისელისგან დარჩენილი შესქელებული მასა საუზმესთან ერთად უნდა მიირთვათ. სასარგებლო იქნება, თუ ორგანიზმს კვირაში ერთხელ განტვირთვას მოუწყობთ და მხოლოდ ამ კისელს მიირთმევთ.