"ტუჩები დაუზიანეს?! ნერწყვის კვალი ხომ არ აქვს სახეზე?!"
"უიმეეეე, როგორ ჭიქის თავში ჩარტყმა აკადრეს ზურას?!"
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს და მასთან ერთად მყოფ ნოდარ ლადარიას სცემეს. დაზარალებულების თქმით, მათ მწერალ ლაშა თაბუკაშვილის ვაჟმა რეზო თაბუკაშვილმა და რეჟისორმა გიო მგელაძემ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ თემაზე ჩვენთან მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ ისაუბრა:
- ძალიან მაინტერესებს, ტუჩები დაუზიანეს?! ნერწყვის კვალი ხომ არ აქვს სახეზე?!
- ნერწყვის არა, მაგრამ ჩაის ჭიქის კვალი ეტყობა...
- უიმეეეე, როგორ ჭიქის თავში ჩარტყმა აკადრეს ზურას?! თუ გაქვთ ინფორმაცია, ნამდვილად ჩაის ჭიქა ჩაარტყეს თუ რომელიმე ორგანო?! თქვენ როგორ ფიქრობთ, ჭიაბერაშვილი ხელის დარტყმას იმსახურებს თუ რამე სხვა ორგანოს?
- ჩემი აზრი ნაკლებად საინტერესოა მკითხველისათვის...
- მე ამ ფაქტზე ძალიან მოკლე კომენტარს გავაკეთებ: უიმეეეეე, ვაიმეეეეე. ლადარია და ჭიაბერაშვილი რაც უფრო ხშირად იტყვიან უიმეს და ვაიმეს, უფრო მალე გამოჯანმრთელდებიან. ამ ორი სიტყვით ამოვწურავ ჩემს შეშფოთებას ამ ფაქტზე. განსაკუთრებით ლადარიაზე მექნება ასეთი რეაქცია: უი - მეეეეეეეე.
- ბატონო ირაკლი, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა უკრაინის პრეზეიდენტის მრჩევლად სააკაშვილი და ბენდუქიძე დანიშნონ...
- ჭორი მგონია. თვითონ პრეზიდენტი არაფერს ამბობს და მე რატომ უნდა ვილაპარაკო მის მაგიერ? ამ ადამიანმა ერთადერთი ის თქვა, რომ შესაძლოა ქართველი იყოს მრჩეველიო და ვიმარჩიელოთ, ოთხი მილიონი ქართველიდან ვინ ეყოლება მრჩეველად?!
- როგორ ფიქრობთ, კახა ბენდუქიძე იქნება წარმატებული მრჩეველი?
- კახა ბენდუქიძე ვის წაადგება და როგორ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემი აზრით, ნეო-ლიბერალი ეკონომისტი მრჩევლად არაა მისაღები, მაგრამ ეს უკრაინელების გადასწყვეტია. საქართველოს როგორც წაადგა, ყველამ ვნახეთ.
- ნაციონალური მოძრაობის წევრები რატომ შეხვდნენ აღტაცებით ამ ინფორმაციას?
- ეგენი ყოველთვის ასე იქცევიან. გაგიკვირდათ მათგან ეს ქმედება?! ამათ ტყუილების და პიარის მეტი არაფერი იციან. ცემას, თქმას, არ თქმას, ამოსუნთქვას და სხვა ყველაფერსაც პიარისათვის იყენებენ. ჩვენ თუ ავყევით მათ პიარით თამაშში, შორს ვერ წავალთ. ახლა რეფორმების დროა განათლებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესის დახმარებაში და სხვ. ეს საქმეებია მოსაგვარებელი, სადაა ნაციონალებზე აყოლის დრო.