გუშინ პროექტი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' ირინა ონაშვილის წყვილის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე გავიდნენ ლევან ჯავახიშვილი და ნინი წიკლაური, რასაც საზოგაოდების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
მეორეადგილოსნებს სახის მოსავლელი კრემების ნაკრები გადასცეს. ჟურნალისტი ეკა ხოფერია ლევანისთვის სიურპრიზის მოწყობას აპირებს და ანონს ''ფეისბუქის'' საშუალებით აკეთებს.
''გულით ვულოცავ ირინას და გიორგის, მაგრები ხართ, მიყვარხართ! ვულოცავ ლევანის და ნინის, გოგოლას და ნოდიკოს!
ახლა კი მთავარი: პირადად ლევანს მე და ჩემი გადაცემის გუნდი დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ.
კომერციული კომპანიების პიარებო და ხელმძღვანელებო, ინბოქსში გამომეხმაურეთ. მე რომ ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს არ გავაკეთო, ჩავთვლი, რომ არაფერი არ შემძლებია. გვისურვეთ წარმატებები და ყველას, ვისაც რამე იდეა გაქვთ მომწერეთ!'' - წერს ხოფერია.