მწვანე ყავა, რომელიც წვავს ცხიმებს და რომლითაც წონაში შიმშილის გარეშე დაკლებაა შესაძლებელი



დღესდღეობით მწვანე ყავის საშუალებით წონის დაკლება გახდომის ერთ-ერთი ყველაზე მოდური საშუალებაა. ის გამოიყენება, როგორც ცხიმთან საბრძოლველად, ასევე კოსმეტიკური პროცედურებისათვის. მწვანე ყავა - დიეტოლოგების ახალი აღმოჩენაა, რომელიც 2012 წლიდან გახდა პოპულარული. მისი ცხიმის წვის ეფექტი სკრენტონის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა. მას დღესდღეობით ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი იყენებს, ისეთები, როგორიც არის კეტი პერი, ჯენიფერ ლოპესი, დემი მური და სხვანი.


ამ ყავის საიდუმლო მის უნიკალურ შემადგენლობაში მდგომარეობს. ყავა მდიდარია ქლოროგენული მჟავით და ანტიოქსიდანტებით, რომელთა შემცველობა რამდენიმეჯერ მეტია მწვანე ჩაისთან შედარებით. აქტიურად შლის საჭმელთან ერთად მიღებულ ცხიმებს და ამცირებს მადას. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ კარგი დამხმარეა დიეტის დროს, არამედ ეფექტურია როგორც დამოუკიდებელი წონაში დასაკლები საშუალება. სასარგებლოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს. თვეში ყავის რეგულარული მიღების შემთხვევაში შეგიძლიათ ყოველგვარი დიეტის გარეშე 5-9 კილოგრამი დაიკლოთ. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდუალურია. დამოკიდებულია ორგანიზმზე, ადამიანის წონაზე, გენეტიკაზე, ცხოვრების რეჟიმზე, კვების რაციონსა და ასაკზე. რაც უფრო მეტია წონა, მით უფრო მალე იკლებთ წონაში.

მწვანე ყავა - ჩვეულებრივი ყავის მოუხალავი მარცვლებია. ის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი შავი ყავისგან. მოყავთ პლანტაციებზე, კრეფენ დამწიფების დროს და აცლიან რბილობს. დარჩენილ კურკას აშრობენ და იმის ნაცვლად რომ მოხალონ, პირდაპირ დასაფქვავათ უშვებენ. მაშინ რატომ გვეხმარება წონის დაკლებაში მხოლოდ მწვანე ყავა? რითი ჩამოუვარდება მოხალული შავი ყავა მწვანეს? საქმე იმაშია, რომ მოხალვის პროცესი კარდინალურად ცვლის ყავის ქიმიურ შემადგენლობას და ანადგურებს მის დიეტურ ეფექტს. ქლოროგენის მჟავა და ანტიოქსიდანტები იშლებიან თერმული დამუშავების პროცესში, ხოლო კოფეინის შემცველობა მატულობს. ამიტომაც ჩვეულებრივი შავი ყავა არ გვადგება წონასთან ბრძოლის პროცესში, ხოლო  მწვანე ყავა არ გვაფხიზლებს.

რთული დასაჯერებელია, მაგრამ მწვანე ყავის ექსტრაქტი წვავს ცხიმს ყოველგვარი დიეტის და ფიზიკური დატვირთვების გარეშეც. ექსპერიმენტებმა ანახეს, რომ წონაში კლება მიმდინარეობდა იმ ადამიანებშიც კი, რომლებმაც საერთოდ არ შეცვალეს კვების რაციონი. მწვანე ყავის ექსტრაქტს არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. ის სიფრთხილით უნდა მიიღონ მათ, ვინც არის ორსულად, ასევე არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს და ცუდია მათთვისაც, ვისაც ნაღველის, ან თირკმელების დაავადებები აწუხებს.

იმისათვის, რომ დაიკლოთ მწვანე ყავის საშუალებით, ყოველდღიურად სასურველია მიიღოთ არაუმეტეს 5 ჭიქა. რეკომენდირებულია მისი დალევა საკვების ძირითადად მიღებამდე 10-15 წუთით ადრე. ჭამის შემდეგ ყავის დალევა არ ღირს, შედეგი ნულოვანი იქნება. ასევე არ ღირს შაქრისა და ნაღების დამატება. თუ არ გყოფნით არომატი, შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინის, ან მიხაკის ფხვნილი. ცნობილია, რომ მწვანე ყავის თხელი ფაფის გამოყენება შეიძლება კოსმეტიკურ პროცედურებში. ის აქტიურად გამოიყენება ცელულიტებთან საბრძოლველად. თუ მას კანის პრობლემურ ადგილებზე წაისვამთ, შემდეგ ცელოფნით უნდა შეიფუთოთ, 20-30 წუთის შემდეგ მოხსენათ ცელოფანი, ყავის ნარჩენები ჩამოიბანოთ თბილი წყლით, ხოლო კანზე ანტიცელოლიტური კრემი უნდა წაისვით.

ყავის მოზმადების პროცედურა მარტივია - შეგიძლიათ მოადუღოთ როგორც ჩვეულებრივი შავი ყავა. ერთ ჭიქაზე ერთი სუფრის კოვზით, ან უბრალოდ ადუღებული წყალიც დაასხათ, დააცადოთ 10-15 წუთი და შემდეგ მიირთვათ.