კადრის ფოტო, რომელიც რუსულ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება და, აღწერის მიხედვით, "ევროვიზიის" წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულის, კონჩიტა ვურსტის გამოსვლის პირველივე წამებშია გადაღებული, ფარულ კოდს შეიცავს - ასე ამტკიცებენ ინტერნეტმომხმარებლები, ხოლო მსგავსი ფოტოები ელვის სისწრაფით ვრცელდება.
ავსტრიელი მომღერლის სასცენო იმიჯს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ინტერნეტსივრცეშიც, თუმცა, აგრესიის მიხედვით, ის ნამდვილად ვერ შეედრება რუსულს.
ამავე დროს, აგრესიული რუსი ინტერნეტმომხმარებლები არაფრად აგდებენ ალტერნატიულ სქრინ-ფოტოებს, რითაც დანარჩენები ცდილობენ მიანიშნონ, რომ ეს სქრინი, უბრალოდ, პროგრამულადაა დამუსავებული და არაფერი ამ კადრის მსგავსი კონჩიტას გამოსვლის დროს არ ყოფილა.