ლევან ჯავახიშვილის შეყვარებულს მიღებული საჩუქარი სასაცილოდ არ ეყო


26 მაისს ''ორი ვარსკვლავის'' პირველი სეზონი დამთავრდა. კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული პროექტის გამარჯვებული ირინა ონაშვილი გახდა, რომელსაც საჩუქრად მანქანა გადაეცა. სოციალურ ქსელში კრიტიკა არც ფინალს მოჰკლებია. 

ამჯერად მაყურებლის გაკვირვება ლელა წურწუმიას კაბამ გამოიწვია. ბევრი წერდა, ფრინველთა საერთაშორისო დღე ხომ არაა, ლელამ არჩევანი ბუმბულებიან კაბაზე
რატომ შეაჩერაო.

სამივე ფინალისტს საჩუქრად სახის მოვლის საშუალებები გადაეცა.

მესამეადგილოსანი გახდა გოგოლა კალანდაძე, რომელსაც მეორე პოზიციის მფლობელზე მეტად გაუმართლა. პროექტის ერთ-ერთმა სპონსორმა 10 ათასი ლარი გადასცა. 

მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯავახიშვილს გამარჯვებას ბევრი უწინასწარმეტყველებდა. მისი მეწყვილე ნინი წიკლაური ფინალის დაწყებამდე ''ფეისბუქზე'' წერდა, ''თუ ვინმე ჩვენზე უკეთ იმღერებს, დე, მოიგოს, მაგრამ არ მგონია...'' 

მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ როდესაც გამარჯვებული გამოცხადდა, ლევანმა გულთბილად მიულოცა ირინა ონაშვილს. ტელეწამყვანი რომ იმედგაცრუებული დარჩა, ეს მისი შეყვარებულის ''ფეისბუქის'' სტატუსიდან გამოჩნდა. 

მარიკუნა ოშხნელი სიცილით წერდა, სახის მოვლის საშუალებებიც არ არის ცუდიო. მეგობრები კომენტარებს აკეთებდნენ, რომ ასეთი უმნიშვნელო საჩუქარი მეორე ადგილის მფლობელისთვის იყო სირცხვილი და მარიკუნაც მათ ეთანხმებოდა. 

''აღშფოთების ხარისხი კიდევ არ გამინელდა, სახის მოვლის საშუალებებია თემა, თორემ ღირსეულ დამარცხებას არა უშავს'', წერდა ლევანის და მარიკუნას მეგობარი, ჟურნალისტი ნინო თოლორდავა.

სალომე დადიანი
სპეციალურად რეიტინგის საიტისთვის