რჩევები მწეველის ფილტვების გასასუფთავებლად



სიგარეტისთვის თავის დანებება პირველი რთული გზაა, ხოლო მწეველის ფილტვების გასუფთავება-მეორე. ადამიანის ორგანიზმი, რომელიც სიგარეტს თავს ანებებს, თვეების განმავლობაში სუფთავდება მავნე ნარჩენებისგან. ჩვენ გთავაზობთ ორ ხერხს, რომელიც ამ დროს უფრო სწრაფად და ეფექტურად დაგეხმარებათ ფილტვების გასუფთავებაში:


ძილის წინ ერთი ჭიქა თბილი რძის მიღება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რძე აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს.

ფილტვების გასუფთავებაში ხელს შეგიწყობთ შვრიის ნაყენი: ერთ ჭიქა შვრიას დაასხით 0.5 ლიტრი რძე, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ იქამდე, სანამ არ განახევრდება,  თან ნახარშს ურიეთ. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ ღია ყავისფერ ფაფას. ის უნდა დალიოთ თბილი, დღეში სამჯერ, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.  შესაძლებელია ამ დროს აგიტყდეთ ხველა, მაგრამ ეს ბუნებრივია.

და ბოლოს, ცნობილი სლოგანი-მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის!

წყარო:  gippokratlechit.com