როდის ასუქებს საკვები ყველაზე მეტად?



“ადამიანი არის არა მარტო ის, ”რასაც” ჭამს, არამედ ისიც “როდის” ჭამს”.

ამერიკელი ექიმი ფრანც ჰალბერგი წერს: “ადამიანი არის არა მარტო ის, ”რასაც” ჭამს, არამედ ისიც “როდის” ჭამს”.

ჩაატარეს ცდა: ახალგაზრდა ქალს 2000 კალ. საკვები მისცეს ერთ კვებაზე. როდესაც ეს კალორაჟი მისცეს დილის 7 სთ-ზე, მოხდა წონაში კლება, ხოლო როცა იგივე რაოდენობა მისცეს 17: 30-ზე, დაიწყო წონაში მატება. საკვების ერთჯერადი მიღება არაფიზიოლოგიურია. ჯანმრთელი კვებისთვის საჭიროა კვების ჯერადობის გაზრდა, რაც განაპირობებს საკვების უკეთ შეთვისებას.


თუ ადამიანი არარეგულარულად იკვებება, მას ექნება დისპეფსიური მოვლენები და მაღალი ალბათობა ნაღვლ- კენჭოვანი დაავადების განვითარებისა. დღეგრძელობისა და უკეთესი თვითგრძნობის შესანარჩუნებლად უნდა იკვებოთ 3-4 -ჯერ დღეში, მკაცრად – ერთსა და იმავე დროს. პირველი ცხელი საუზმე უმჯობესია იყოს 9 სთ-მდე, შემდგომი ჯერადობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ბოლო კვება უნდა იყოს არაუგვიანეს 19:00-ისა.

საკვებში რაც შეიძლება მეტი უჯრედისი, ცოცხალი ბოსტნეული და ხილი უნდა შედიოდეს. ხორცი- უცხიმო ან ნაკლებ ცხიმიანი. თევზი და ხორცი სასურველია კანგაცლილი მიირთვათ. მოერიდეთ ცხიმიან ბულიონებს, შებოლილ და კონსერვირებულ საკვებს, შაქარი აკრძალეთ, ხოლო მარილის გამოყენება მკვეთრად შეზღუდეთ. დაუშვებელია ღამით ჭამა. ამით აიცილებთ სიმსუქნესა და სხვა უამრავ დაავადებას.

გერონტოლოგების რჩევით, ასაკის მატებასთან ერთად, საკვების კალორაჟი თანდათან უნდა შეამციროთ.

წყარო: newposts.ge