სოფი ლორენის მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო – სასწაულმოქმედი ნიღაბი


იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის მარადიულ სილამაზეზე ლეგენდები დადის. მისი კვების რეჟიმის, სხეულისა და სახის მოვლის საიდუმლოებებზე უამრავი რამ არის ცნობილი. 
გთავაზობთ სახის ნიღბის რეცეპტს, რომელსაც სოფი ლორენი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად რეგულარულად იყენებს.


ერთ ჩაის კოვზ ჟელატინს ვასხამთ 100 მლ ნაღებს (მშრალი კანის შემთხვევაში) ან რძეს (ნორმალური კანის შემთხვევაში), ან კეფირს (თუ კანი ცხიმიანია).

მიღებულ მასას ვდგამთ მაცივარში 5-6 საათით, რათა ჟელატინი ბოლომდე გაიხსნას. შემდეგ მზა ჟელატინის მასას ვაბლენდერებთ და ვამატებთ 1 ჩაის კოვზ გლიცერინს (შეგიძლიათ გლიცერინი შეცვალოთ ზეითუნის ზეთით), 1 ჩაის კოვზ თაფლს და 1 სუფრის კოვზ მშრალ თეთრ ღვინოს. ყველა ინგრედიენტს კარგად ვურევთ და გადაგვაქვს შუშის ჭურჭელში. 

ნიღაბი მაცივარში დიდხანს ინახება.

როგორ იყენებდა გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს სოფი ლორენი? ნიღბები, რომლებიც ჟელატინს შეიცავს, კანის გადაჭიმვის ეფექტს ფლობს. ამიტომაც მისი სახეზე დადება რეკომენდებულია სპეციალური კურსით, რომელიც 10-15 ნიღბისგან შედგება და რომელსაც დღეგამოშვებით ვიკეთებთ. შემდეგ ვისვენებთ ერთი თვე და კვლავ ვიმეორებთ.

მომზადებულ ნიღაბს ვისვამთ სახესა და ყელზე და 15 წუთში ვიბანთ ოდნავ თბილი წყლით. თუ ნიღაბს დილით გაიკეთებთ, უმჯობესია, ის სახეზე ცივად დაიდოთ, ხოლო თუ საღამოს, მაშინ მასა ოდნავ უნდა შეათბოთ.