ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი პეტრე პოროშენკო ერთ-ერთ მრჩევლად საქართველოს მოქალაქის დანიშვნას აპირებს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ბრიფინგის დასრულების შემდეგ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართველებთან, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩემ მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იქნებიან“, - აღნიშნა პოროშენკომ. თუმცა, გვარების დასახელებაზე უარი განაცხადა. გამოცემის ინფორმაციით, მანამდე თავისი მხარდაჭერა პეტრე პოროშენკოსადმი მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა.