ერთერთმა რუსულმა, თინეიჯერებში ფრიად პოპულარულმა ინტერნეტგამოცემამ გოგონათა შორის გამოკითხვა ჩაატარა და ის 13 ფაქტორი გამოავლინა, რომელიც, როგორც გამოკითხვამ აჩვენა, თან ახლავს რუსი გოგოების სიმთვრალეს.
მაშ ასე, გამოკითხვის მიხედვით ის 13 სიგიჟე, რომელსაც მთვრალი რუსი გოგო ერთხელ მაინც ჩაიდენს, ასე გამოიყურება:
1.დაეცემა; 2. შეაგინებს „გაიშნიკს“; 3. სახალხოდ აკოცებს დაქალს ტუჩებში; 4. დახევს კოლგოტს; 5. 15-20 წუთით (შესაძლოა, მეტითაც) დაკარგავს კონტროლს საკუთარ ქცევაზე; 6. მოშარდავს ქუჩაში; 7. აუცილებლად იტყვის: „ოდნავაც არ ვარ მთვრალი“; 8. მოსძვრება ქუსლი ფეხსაცმელზე; 9. შეეცდება იცეკვოს რუმბა; 10. გაესაუბრება ტაქსისტს ცხოვრების ამაოებასა და როზენბაუმზე; 11. იტირებს; 12. შევა მამაკაცთა საპირფარეშოში; 13. გადაიღებს ფოტოს უნიტაზზე მჯდარი.