ექსპრეს-ნიღბები მოშვებული და ჩამოკიდებული მუცლისთვის



მუცელზე მოშვებული კანი ბევრი ქალის პრობლემაა და ისინი ამ პრობლემას ხშირად პლასტიკური ქირურგიით წყვეტენ. თუმცა, თუ ნებისყოფა გეყოფათ და ცოტაოდენ დროს გამონახავთ, დიდი დანახარჯისა და ოპერაციული ჩარევის გარეშეც მოიცილებთ მუცელზე მოშვებულ კანს. 
ნიღბები მუცლის მოშვებული კანისთვის:


რეცეპტი 1: 5 ჩაის კოვზ თაფლსა და ამავე რაოდენობის ნაღებს შეურიეთ 20 გრ ლუდის საფუარი. გააჩერეთ მასა ნახევარი საათით, შემდეგ წაისვით მუცელზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ამ პროცედურის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ. 

რეცეპტი 2: 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი გახსენით 200 მლ წყალში. ამ ხსნარში დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ მუცელზე. ზემოდან შემოიხვიეთ კულინარიული ცელოფანი რამდენიმე ფენად. 30 წუთში მოიშორეთ სახვევი და საფენი.

რეცეპტი 3: ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ გამხმარი ჭინჭარი.
2 სუფრის კოვზი ჭინჭარი ჩაყარეთ 200 მლ წყალში და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და გააგრილეთ ნაყენი, დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიდეთ მუცელზე. კვლავ შეიფუთეთ კულინარიულ ცელოფანში. ერთ საათში მოიშორეთ სახვევი.