ნერვული დაძაბულობის მოხსნის მარტივი წესები

ცხოვრების ტემპი მუდმივად იზრდება. ეს კი ნერვული სისტემის დაძაბულობას იწვევს. თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენ გვიწევს ყოველღიურად გადავიტანოთ უამრავი სტრესი. ამ ყველაფერს ნერვულ დაძაბულობამდე მივყავართ. თავიდან რომ ავიცილოთ გაღიზიანება და ნერვოზი, მარტივი წესების გათვალისწინებაც საკმარისია:

1. დაფიქრდით, ასეთი ტრაგიკულია თუ არა თქვენი სიტუაცია. მაგალითად, სამსახურში დაგვიანება, თქვენი ეს შეცდომა შეიძლება ვერც კი შეამჩნიონ. უფროსობის მიერ მიღებული შენიშვნაც კი არ ღირს თქვენს განცდებად.



2. ყველა სიტუაციიდან მოიძებნება გამოსავალი. თქვენ ზუსტად იცით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმისათვის, რომ თავი აარიდოთ პრობლემებს, საჭიროა მხოლოდ დაფიქრება. ვინაიდან თქვენ გაქვთ სხვა ბევრი უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე დროის განცდებში ხარჯვა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აგვიანებთ შეხვედრაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაქსის ან სხვა ალტერნატიული ტრანსპორტის მომსახურება. დარეკეთ და გააფრთხილეთ თქვენი ნაცნობი დაგვიანების შესახებ, შემდეგ კი აუხსენით დაგვიანების მიზეზი და მოუხადეთ ბოდიში.


3. ხშირად ნერვიულობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვს ბევრი მცირე ამოცანა, მაგრამ არ აქვთ სერიოზული მიზნები და მისწრაფებები, უფრო დაკავებული ადამიანი ცდილობს მოაგვაროს პრობლემები და არ ნერვიულობს მათი წარმოქმნის მიზეზების გამო.

4. დაისახეთ მისაწვდომი ამოცანები იმისათვის, რომ არ ინერვიულოთ იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება. სიტუაციებში როცა თქვენზე ცოტა რამაა დამოკიდებული, საჭიროა უბრალოდ გადაერთოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას მოცემულ სიტუაციაში.

5. შეეცადეთ თავი განაწყოთ ისე, რომ ყველაფერი გამოგივათ. დაგეგმილი შეხვედრები წარმატებულად ჩაივლის, იმიტომ, რომ თქვენ გააკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ მიგეღწიათ ოპტიმალური შედეგისათვის.

როგორც ამბობენ, მთავარია საკუთარი თავის რწმენა , რის შემდეგაც ყველა ამოცანას გადაჭრით. სიმშვიდის შენარჩუნება გარემო ფაქტორებზე კი არა, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.