თავდაცვის მინისტრის მეუღლე


თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს, რომ „სტატუსს ხელი არ ახლონ და თავის ადგილზე დატოვონ.“ 

„უმცროსმა შვილმა სკოლა დაამთავრა, უფროსის საყვარელმა გუნდმა თასი აიღო.
ვმღერით ყველა. 

მე რა მამღერებს, ამ კვირა დღეს საწერი მაქვს და ძალიან მეზარება, მაგრამ მაინც ვმღერი, არ ვტირი, იმიტომ რომ უგრძესი და დეტალური სილაბუსის ტირილით დაწერას სიმღერით დაწერა ჯობსო, ბრძენს უთქვამს. 
ბრძენს რაც უთქვამს, ძირითადად ამ ხაზს მივყვები და თუ რამე არ გაამართლებს, ბრძენის ბრალი იქნება. “ბრძენი ცდებოდა, როცა ამბობდა"..... კრებულს გამოვცემ მერე, როცა იქნება.
(ჟურნალისტებო, ჩემთვის ვგლახაობ, ხომ არასდროს არ მითხოვია, - ძალიან გთხოვთ ეს სტატუსი ეგდოს თავისთვის, ჩემს შვილებს ნუ დააწყევლინებთ თქვენს მრევლს, ეგეთიც არაფერი არც მოუგიათ, არც დაუშავებიათ, მსგავსი „წარმატება" ბევრის შვილს ერგო ამ კვირაში)“- წერს ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.