სკოლებში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეწყდეს



საჯარო სკოლებში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეწყდეს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანაში მენინგიტის შემთხვევებმა იმატა.

დავით სერგეენკო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ სხდომაზე სხვა მხარეები დაადგენენ ამის საჭიროებას, მაშინ არ არის გამორიცხული, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდეს.


"დღევანდელი მონაცემებით სულ არის ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევა დაფიქსირებული, ყველა ეს შემთხვევა არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, 87 ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს, 15 პაციენტი ქუთაისში, 4 კი ბათუმში. დღევანდელ სხდომაზე მაქსიმალურ გათვლებს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. თუმცა აქვე ხაზს ვუსვამ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს",- განაცხადა სერგეენკომ.

საგანგებო სხდომა ჯანდაცვის სამინისტროში 4 საათისთვის არის დანიშნული. 



http://primetimenews.ge/