ნოდიკო ტატიშვილი: გისურვებთ არასდროს არ გამოსცადოთ ის იმედგაცრუება, რაც ჩვენებმა განიცადეს ევროვიზიაზე!




ევროვიზიის  წინა  წლის მონაწილე ნოდიკო ტატიშვილი,  საკუთარ  facebook-ზე  ჯგუფი „შინ"-ის და მარიკო ებრალიძის კონკურსმიღმა დარჩენას ეხმაურება:

"გული დამწყდა! გულით ვგულშემატკივრობდი! ვინც იქ არის ნამყოფი, ყველამ იცის რას ნიშნავს ევროვიზია. ევროვიზიის განცდები და ემოციები, მოლოდინები და ღელვა! და უცბად, ვაწყდები რაღაც გაუგებარ სიტუაციებს!
რა კარგად გამოგვდის ქართველებს სხვისი შეფასება და განკითხვა! საკუთარი თავები შევაფასოთ მეგობრებო და მერე მარიკო და შინი, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფინალში, არადა ამ დროს მეგონა, რომ გულწრფელი თანადგომის სტატუსებს ამოვიკითხავდი! კაცმა არ იცის, ვინ სად ვერ გავა და ვერ მოხვდება ცხოვრებაში. ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ თავი შეიკავოთ ასეთი არასაკადრისი სტატუსებისგან და მაინც, წარმატებებს გისურვებთ. გისურვებთ არასდროს არ გამოცადოს ის იმედგაცრუება, რაც ჩვენებმა განიცადეს ევროვიზიაზე! მარიკო და შინი, თქვენი მისია შესრულებულია, თქვენ ღირსეულად წარადგინეთ ჩვენი ქვეყანა ევროვიზიაზე! ამაყი ვარ!",- წერს ნოდიკო.

ჯგუფი „შინ" და მომღერალი მარიკო ებრალიძე ევროვიზიის კონკურსის ფინალში ვერ გადავიდნენ.