"აუცილებლად უნდა დავწერო ეს, მიუხედავად იმისა, რომ არაა მომგებიანი"



აუცილებლად უნდა დავწერო ეს, მიუხედავად იმისა, რომ არაა მომგებიანი, - ვერ განვაგრძობ კამპანიას ვინმეს შეცდომაში შეყვანით. დღეს, ვერაზე ვიყავი ერთ-ერთ სკვერში, რომელსაც ანგრევდნენ , და აყოლებდნენ სტადიონს.. მოსახლეობა, რასაკვირველია, უკმაყოფილო იყო. მეც, როგორც ხეების, სტადიონების და სკვერების მოყვარული, დღეს მივედი, მათ მხარდასაჭერად. მათთან შეხვედრის შემდეგ, დაპირება გავეცი, რომ იქ, სკვერი აღდგება, ჩემი არჩევის შემთხვევაში და არ აშენდება კორპუსი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მშენებლობა შეჩერდა, რამდენიმე დღის წინ და ეს, მთაწმინდის გამგებელს, მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას შეუჩერებია.
მოკლედ, კარგია, თუ ასე მოიქცა და მე ნამდვილად მივესალმები, ყველა გონიერ, კეთილშობილ გადაწყვეტილებას, თუნდაც, წინაააარჩევნოდ. უსამართლობა არც მელიას და არც ავალიანის, ჯიშკარიანის და სხვა კონკურენტის წინააღმდეგ არაა გამართლებული. იმედი მაქვს, სწორად გაიგებს ყველა ამ პოსტს.