5 მეტრიანი პითონებით მკურნალობის მეთოდი (ფოტო)


5 მეტრიანი პითონებით მკურნალობის მეთოდი (ფოტო)
არაფერი არ შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მთელი სხეულის კუნთების მასაჟი, მაგრამ რა ხდება, როცა ამ მასაჟს 5 მეტრიანი პითონები „აკეთებენ“?
ამ „მასაჟით“ სიამოვნება ნებისმიერ გამბედავ ადამიანს შეუძლია, რომელიც ფილიპინებში სებუს ზოოპარკში გადაწყვეტს წასვლას.
პითონებს, რომლებსაც ჰქვიათ: მიშელი, უოლტერი, დანიელი და იჯეი, ზურგზე მწოლიარე ადამიანს, ზემოდან ადებენ. ადამიანი 5 მეტრიანი პითონების ქვეშ 15 წუთის განმავლობაში უნდა იწვეს.
აღსანიშნავაი, რომ ამ ტიპის მასაჟი არ არის მათთვის, ვისაც სუსტი ნერვული სისტემა აქვს, ბირმანულ პითონებს მსხვერპლის მოკვლა რამდენიმე წამში შეუძლიათ. ოთხი ხუთმეტრიანი გველის საერთო წონა 250 კილოგრამია. მასაჟის მსურველი კი ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ვერ შეძლებს „სეანსი“ დროზეადრე შეწყვიტოს.
http://people.ge/