ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის წევრ ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს.
ბედუკაძე FACEBOOK-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ნაც.ხროვის საყურადღებოდ - ვინც დღედაღამ ტელევიზიებში დახეტიალობენ; კონკრეტულად ერთი მოდემაგოგო ელემენტის გასაგონად მინდა, მცირე განმარტება გავაკეთო და რადგან კულტურული მიმართვა და საუბარი მათ არ ესმით, მათ დიალექტზე ვეტყვი:
სად, „ოცნების" რომელ პოლიტიკურ აქციაზე დამინახე, შე შიბაქო? ან როგორ გიბრუნდებათ ენა, ასე შუბლზეძარღვგაწყვეტილები და უნამუსოები როგორ ხართ, წელიწადში 140 ადამიანს (საერთო ჯამში 750) უმოწყალოდ, თქვენი ბოროტი მიზნების მისაღწევად ისტუმრებდით იმ ქვეყნად, როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ საუბრობთ ვინმეს სადისტობაზე?! „ჩქარა აღიარე რა გარიგება დადეო". შემხვდი, პირადად მინდა, ვაღიარო ერთი-ერთზე!",- წერს ბედუკაძე.