ვლადიმირ პუტინი ჰომოსექსუალია?


ჰომოსექსუალიზმთან აქტიური მებრძოლი თავად არის გეი,“ - წერს ამერიკელი ჟურნალისტი ენდრიუ ალექსანდრი საკუთარ ბლოგში.

ავტორის თქმით, იგი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ მოახლეს, რომელიც ამჟამად აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობს. 2004-2006 წლებში იგი ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაში მუშაობდა.

„ბევრი წამიკითხავს პუტინის საიდუმლო ცხოვრებაზე და ყოველთვის მებადებოდა კითხვა, რატომ არის იგი ყოველთვის გარშემორტყმული ტანადი მამაკაცებით და რატომ „ტოვებს“ იგი სახლში თავის ლამაზ ცოლს ოფიციალურ შეხვედრებზე.
რუსულ ბლოგოსფეროში გადავაწყდი ბევრ მოსაზრებას რუსეთის პრეზიდენტის ინტიმურ ცხოვრებაზე, თუმცა ფაქტები არსად არ იყო მოყვანილი,“ - წერს ენდიუ ალექსანდი.


ავტორი ყვება, რომ ცოტა ხნის წინ თავადაც ეწვია რუსეთს. ძალიან გაუკვირდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში, რომელიც ლამის ტოტალური ჰომოფობიითა სახელგანთქმული, ძალიან ბევრი ჰომოსექსუალია.
ეს ყველაფერი მან საკუთარ ბლოგში აღწერა, თუმცა მალევე მიუვიდა წერილი: „გსურთ გაიგოთ, როგორ ცხოვრობს რუსეთის პრეზიდენტი?“

როგორც გაირვკა ეს ვინმე ალიონამ, პუტინის ყოფილმა მოახლემ მისწერა.
„რუსეთში ჰომოსექსულებს ასე გაფაციცებით იმიტომ ებრძვიან, და ამის აფიშირებას იმიტომ ეწევიან, რომ კრემლში ძალიან ბევრი გეია. (სხვათაშორის, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ბევრი გეი, საკუთარი ჰომოსექსუალობით გამოწვეული კომპლექსის „კომპენსირებას“ სწორედ ჰომოფობიის ხარჯზე ცდილობს).
ძალიან ხშირად პუტინი მოდიოდა სამსახურში ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად, რომელთაც პოლიტიკოსებს ვერაფრით უწოდებ. ისინი ან სტუმრების ოთახში ან ტრენაჟორების დარბაზში მიდიოდნენ ხოლმე და იქ რამდენიმე საათსს ატარებდნენ...
ერთხელაც ვნახე, რომ პუტინის პირველი ცოლი ლიუდმილა ეჩხუბებოდა და უყვიროდა, ეგ ამბავი გასკდება და ეს ბიჭები ყველაფერს მოყვებიანო. პუტინი ძალიან გაბრაზდა და ლიუდმილა გალახა.

გოგოები ყვებოდნენ, რომ ხშირად ესმოდათ კაცის კვნესის ხმა მისი კაბინეტიდან, რის შემდეგაც იქიდან ახალგაზრდა ბიჭები დაჭმუჭმნული ტანსაცმლით გამოდიოდნენ. არაერთხელ შევსწრებივართ, როგორ იძახებდა პუტინის დაცვა მსუბუქი ყოფაქცევის ბიჭებს, როდესაც იგი აბანოში, მეგობრების წრეში ისვენებდა“, - ყვება მოახლე.

ასევე, ალიონას თქმით, ცნობილი ტანმოვარჯიშე კაბაევასთან „რომანი“ პუტინმა მხოლოდ მაჩოს იმიჯის შესქმნელად გააბა.

თავის მხრივ, ჟურნალისტი დასძენს, რომ ხმები რუსეთის პრეზიდენტის ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ ადრეც ვრცელდებოდა, ასე მაგალითად, მსგავსი მასალების არსებობის შესახებ საუბრობდა ალექსანდრ ლიტვინენკო. კულუარებში იმასაც ამბობენ, თავის დროზე პუტინი საგარეო დაზვერვაში სწორედ მისი ორიენტაციის გამო არ აიყვანესო.
„ასეთი ცნობა ძალიან ბევრია, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, რუსულ მედიას ამაზე საუბრის ეშინია,“ - დასძენს ენდრიუ ალექსანდრი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში კანონის ძალით აკრძალულია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და მრავალი სოციალური კვლევის თანახმად, გამუდმებით ილახება სექსუალური უმცირესობების უფლებები. თავის მხრივ, მსოფლიო თანამეგობრობა „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ ცნებას არ აღიარებს, და ამ გარემოებას ფედერაციაში გამოხატვის თავისუფლების მორიგ შეზღუდვას უწოდებს.