რა გავაკეთოთ როცა მამაკაცს პატარა აქვს



XS – ზომა იდეალურია თუ საქმე ქალის პროპორციებს ეხება, ხოლო თუ ის მამაკაცის ორგანოებს შეესაბამება, დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით. აქ მხოლოდ პროფესიონალთა რჩევები თუ დაგვეხმარება.

აქვს თუ არა ზომას მნიშვნელობა?

შენ შეხვდი შენი ოცნების მამაკაცს და ის „იდეალურია“, ისეთი მამაკაცური, როგორიც მთელი ცხოვრება მოგწონდა, ისეთი ყურადღებიანი და როგორსაც მთელი ცხოვრება ელოდი, თუმცა საქმე ახლო ურთიერთობამდე მიდის და აღმოაჩენ რომ მისი მამაკაცური ღირსება ძალიან მცირე ზომის არის.


როგორ უნდა მოიქცე?, უნდა დაშორდე ამ „პატარა“ პრობლემის გამო?. ამ კითხვაზე სექსოპათოლოგები ამბობენ: კარგი სექსი აუცილებელია ურთიერთობისთვის. თუ თქვენს მეგობარს მცირე ზომის ფალოსი აქვს, ეს საბაბი არ არის, რომ დაშორდეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცი მცირე ზომის სასქესო ორგანოთი შეიძლება იყოს მხურვალე საყვარელი. ასეთ მამაკაცებს საკუთარი უპირატესობები აქვთ საწოლში.
პატარა სასქესო ორგანო იდეალურია ორალური სექსისთვის.

 შეგიძლიათ, შეიძინოთ სპეციალური სექს–სათამაშო. ხელოვნური ფალოსის სახით. მათი შეძენა ინტერნეტით შეგიძლიათ სექსშოპში. ისინი არა მარტო სიგრძეს და სიგანეს მატებენ, არამედ დამატებით შეგრძნებებსაც იწვევენ, რაც იდეალური სექსის გარანტია.

არსებობს სპეციალური ლუბრიკანტი, რომელიც საშოს ავიწროვებს. ამით თქვენ შეძლებთ თქვენი საშოს ზომა მოარგოთ თქვენი პარტნიორის ფალოსის ზომას.

მიაჩვიეთ ის ხელით მუშაობას, კლიტორი ხომ ღრმად სულაც არ არის, ის სულ რაღაც ორიოდე სანტიმეტის სიღრმეზეა საშოს შესასვლელიდან. თუ ის იპოვის წერტილს – G და მას ხელით ასტიმულირებს, თქვენს ორგაზმს არაფერი შეედრება.


აკეთე კეგელის ვარჯიშები, რომელიც განკუთვნილია საშოსთვის. ამით შენ ტონუსში მოიყვან საშოს და ისწავლი მის მართვას.


და ბოლოს ყველაზე მთავარი და კარგი ამბავი. საშო არის ორგანო, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლის ფორმად და ერგება ჩვეულ ზომებს, ამიტომ, თუ თქვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გექნებათ თქვენს პარტნიორთან, ზედმეტი ჩარევა აღარ დაგჭირდებათ.