წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა ქალთევზა გადაიღო



წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრები ირწმუნებიან, რომ გრენლანდიის ზღვაში ექსპედიციის დროს უცნაურ არსებას შეხვდნენ, რომელიც ქალთევზას ჰგავს. ნათქვამის დასამტკიცებლად ეკიპაჟის წევრებს მათ მიერ გადაღებული ვიდეო მოჰყავთ. ვიდეოს დეტალურად შესწავლამ აჩვენა,
რომ ზღვის არსების თათი ადამიანის ხელის მტევანს ძალიან ჰგავს - ხელისგულს ხუთი თითი აქვს. კადრებში არსების სახეც ჩანს, რომელიც ქალს არა, მაგრამ უცხოპლანეტელს ნამდვილად მოგვაგონებს.