ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია დატოვა. შესაბამისი განცხადება მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა. "მივიღე გადაწყვეტილება დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედია სივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას, არ აქციონ ეს პოლიტიკური 
სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, მის გენერალურ დირექტორს და "რუსთავი 2"-ს მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ
გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედია სივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში", - წერს ნინო შუბლაძე.